საქართველოში ალ ნუვაისი ჩამოვიდა - UNWTO-ს ხელმძღვანელი, რომელსაც თბილისმა პოლოლიკაშვილის ნაცვლად დაუჭირა მხარი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შაიხა ნასერ ალ ნუვაისი იმყოფება. ის თბილისში ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემები საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენა იყო.
ალ ნუვაისმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე ქართველი დიპლომატი ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა. 2025 წელს საქართველომ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით წარდგენაზე უარი თქვა და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატ ალ ნუვაისს გამოუცხადა.
პოლოლიკაშვილი მაშინ ამბობდა, რომ გადაწყვეტილების შესახებ საამიროების წარმომადგენლებისგან შეიტყო. მედიაში კანდიდატურის მოხსნას იმ პერიოდში გიორგი ბაჩიაშვილის საამიროებიდან საქართველოში დაბრუნების საკითხსაც უკავშირებდნენ, თუმცა ამ ორ მოვლენას შორის კავშირი ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.