ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ “ივანიშვილი კობახიძეს ოქტომბრის თვეში” გადააყენებს

17.09.26 23:46
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ “ივანიშვილი კობახიძეს ოქტომბრის თვეში” გადააყენებს

„ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძესაც „პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრებს“ - ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ისაუბრა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესები კორუფციასთან ბრძოლას კი არა, კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

დეკანოიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის „პოლიტიკური განადგურების“ შემდეგ ივანიშვილმა გავლენის ბერკეტები მამუკა მდინარაძესაც ჩამოაშორა და, მისი ვარაუდით, იგივე ბედი კობახიძესაც ელის.

ამოცანა ხომ ეს არის კლანებს შორის ბრძოლის ანუ კობახიძის ან ივანიშვილის ამოცანა ხომ არ იყო მართლა, რომ დაესრულებინათ კორუფცია. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ეჭვები კონკრეტული, ორ კლანს შორის დაპირისპირება, მაგრამ ნახეთ, ივანიშვილმა რა გააკეთა, ესე იგი, ღარიბაშვილის და ლილუაშვილის პოლიტიკური განადგურების შემდეგ ან პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლის შემდეგ, პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა მდინარაძეც, რომელიც ძალიან ახლო კადრია და იყო ძალიან ახლო ადამიანი კობახიძისთვის და ჩვენ კარგად გვახსოვს საქართველოს პარლამენტში როგორ აქებდნენ და ადიდებდნენ...

ეს არის ივანიშვილის დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის მიმართ ძალიან ლოიალურია. იგივე გაუკეთა მდინარაძეს, იგივე გაუკეთა მის სხვა კადრებს, იგივეს გაუკეთებს კობახიძეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს, ალბათ, დაახლოებით ორტომბრის თვეში გაისტუმრებს პოლიტიკურ სანაგვეზე. ყველანაირი ბერკეტი გამოაცალა, ბერკეტი რა ჰქონდა კობახიძეს? მდინარაძის სახით ეს იყო ძალოვანი უწყებების კოორდინაცია, ეს იყტო მეტწილად პროპაგანდის სპიკერობა, - თქვა დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები