ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის - მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, ზურაბ კოკოევი, მურატ ვალიევი და კაზბეკ კოდოევი.
დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ 75 ე.წ. საარჩევნო უბანი იმუშავებს: 70 - ოკუპირებულ რეგიონში, ხუთი კი რუსეთის ტერიტორიაზე. მათგან ერთი მოსკოვში, ოთხი კი ჩრდილოეთ ოსეთში - ვლადიკავკაზში, ალაგირსა და კამბილეევსკოეში გაიხსნება.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცხინვალში ე.წ. სიჩუმის დღეა გამოცხადებული. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პროცესზე დასაკვირვებლად რეგიონში უცხოელი დამკვირვებლებიც ჩავიდნენ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.