ალექსადრე ხოჯავანიშვილი ზაზა სარალიძეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა - გახარიას გუნდი
პარლამენტის წევრი, პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხოჯევანიშვილი, არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შვილმოკლული მამისგან მისი ძმისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ცდილობდა.
როგორც ხოჯევანიშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, ზაზა სარალიძეს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა.
გამორიცხული არაფერია, იმ ფონზე როცა ჩვენს მიმართ უამრავი ტალახის სროლა იყო. ბრალს გვდებდნენ ბევრ არარელევანტურ საკითხში. შესაბამისად არ არის გამორიცხული, ამ საკითხის შეთითხვნაც სდომოდა ვინმეს.
იმ პერიოდში, როცა შეხვედრა გაიმართა ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ზაზა სარალიძის მხრიდან, ამ დროს ჩემი ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. შესაბამისად მისი კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებულთან შეხვედრებს მართავდა და ამაში რაიმე სახის კითხვის ნიშნის არსებობა არაგონივრულია"- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
"ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შსს-ში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ხელი გამომიწოდა"- თქვა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ზაზა სარალიძემ.