სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა მზად არის დაესწროს სასამართლოს - ედუარდ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი უფროსმა ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი თავს ფსიქოლოგიურად უკეთ გრძნობს და მზად არის სასამართლო პროცესს დაესწროს. ექსპრეზიდენტის ვაჟი იმედს გამოთქვამს, რომ მამამისს პროცესზე დასწრების შესაძლებლობას მისცემენ.
სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე არ გვისაუბრია, სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს", - თქვა ედუარდ სააკასვილმა.