"სუსტად არის, ძირითადად ზის" - გიული ალასანიამ მესამე პრეზიდენტი მოინახულა
მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელმაც შვილი გორის ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს.
დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგორც ჩანს, ასეა. ეს პრობლემები არის. მე მაგალითად, ძალიან ვღელავდი გუშინ, იმიტომ, რომ იქ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა და გაძლო და არ ვიცი... იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. 7 ნოემბრის დეტალებთან დაკავშირებით, მე მგონი, შეკითხვები აღარავის არ უნდა დარჩეს.
განწყობილია, რომ იყოს ხვალ პროცესზე, - თქვა გიული ალასანიამ.
გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილიშვილთან, ედუარდ სააკაშვილთან, ერთად მივიდა.