თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის პროცესი მიმდინარეობს

01.12.21 16:44
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში  ბესიკ თამლიანის პროცესი მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტს შსს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ძალადობაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. 

ბესიკ თამლიანის დედა ამბობს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს.

ამ სასამართლოზე არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს...  მე უკვე გამოვიარე ის 9 თვე და ახლა კიდევ პირველი სასამართლოა ეს და არ ვიცი, მოლოდინი არანაირი არ მაქვს, - თქვა რუსუდან თამლიანმა. 

ბესიკ თამლიანი გუშინ საქალაქო სასამართლოსთან,  სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიცელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

29 ნოემბერს ბესიკ თამლიანი მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე დროშით იდგა და პროტესტს გამოხატავდა, რა დროსაც მისი ძალით ჩამოყვანა სამართალდამცავებმა სცადეს.

თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პოლიციელი მისთვის წიწაკის სპრეის შესხმას ცდილობდა. რუსუდან თამლიანის მტკიცებით, მისი შვილი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. 

მსგავსი სიახლეები