უკან დახევას არ ვაპირებთ - ნუგზარ წიკლაური დაკავებების სერიაზე
"ერთიანინ ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნუგზარ წიკლაური, ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავებების სერიას "ტვ პირველთან" ეხმაურება.
მისი თქმით, ხელისუფლებას ენმ-ს დაშინება არ გამოუვა.
ეს არის სრულიად უკანონო დაკავებები, ხელისუფლება, რომელსაც აღარაფერი არ აქვს საერთოდ სათქმელი ქართველი საზოგადოებითვის, მიდის სულ უფრო მეტ უკანონობაზე, იმ ადამიანების დაშინებაზე, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს.
ცდილობენ, დააშინონ ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მიიღებენ სრულიად საპირისპიროს, იმიტომ რომ არც ,,ნაციონალური მოძრაობა" და არცერთი პროტესტანტი, რომელიც გამოდის ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, უკან დახევას არ აპირებს" - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღესაც დააკავა. 3 აქტივისტს 5 წლიანი პატიმრიობა ემუქრება.