სააკაშვილი თვლის, რომ მედიას უნდა მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება - ხერხეულიძე
მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, მის სასამართლო პროცესს მედიის წარმომადგენლები დაესწრონ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, მასთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა. ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი კარგად გამოიყურება, თუმცა ჯანმრთელობასთან დკაავშირებით კვლავ პრობლემები აქვს.
შეშუპებები აქვს განახლებული, ამას წინათ არ შემიმჩნევია, შეშუპება აქვს კიდურებზე, ღვიძლის ფუნქციები აქვს არეული, წნევა აქვს, მაგრამ ნორმალურად გამოიყურება.
თვლის, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანები, რომლებიც 2 თვის განმავლობაში აშუქებთ მისი ტყვეობაში ყოფნას, მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება, თუნდაც თითო წარმომადგენლით დაესწროს სხდომათა დარბაზში", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება. პროცესს სავარაუდოდ, თავად ბრალდებული პრეზიდენტიც დაესწრება.