ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
სოფელ ვანელის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
სუს-ის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.