ტელესკოლა BBC-მდე 10 თვით ადრე დავნერგეთ - განათლების მინისტრი

01.12.21 17:52
ტელესკოლა BBC-მდე 10 თვით ადრე დავნერგეთ -  განათლების მინისტრი

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ირწმუნება, რომ  საქართველოს  განათლების სისტემამ დიდ ბრიტანეთს 10 თვით გაუსწრო და ტელესკოლა მოსწავლეებს  BBC-ზე ადრე შესთავაზა. 

მაუწყებლობას განაგრძობს უნიკალური პროექტი ტელესკოლა. როგორც მოგეხსენებათ, გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასს და საგანს. ტარდება აბიტურიენტების საათი. გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე. საგნები ისწავლება სომხურს და აზერბაიჯანულ ენებზეც. ტელესკოლას ახლახან დაემატა გადაცემა სამასწავლებლო, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევების და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად. აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ BBC-მ მოსწავლეებს ტელესკოლა 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა, მაშინ, როცა როცა ის საქართველოს განათლების სისტემაში ათი თვით ადრე დავნერგეთ", -  განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

მსგავსი სიახლეები