"შემოუშვით ჟურნალისტები, საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მედიის დასწრებას ითხოვს:
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ, ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება"- წერს სააკაშვილი.