პიჯაკი, რის გამოც სააკაშვილს ასამართლებენ, აგერ მაცვია - ნიკა გვარამია
"ისტორიული სირცხვილი" - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ე.წ. პიჯაკების საქმეს.
როგორც გვარამიამ გორის ჰოსპიტალთან შეკრებულ ჟურნალისტებს უთხრა, მას აცვია ის პიჯაკი, რის გამოც მესამე პრეზიდენტს ასამართლებენ:
სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი მაცვია, რადგან მკითხეთ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ პრაქტიკულად კარგად მაქვს, რაც ჩემზე არ მეტყველებს მაინც და მაინც კარგად. პიჯაკების საქმე ამ საქმეს ჰქვია იმიტომ, რომ ყველაზე სიმბოლური არის პიჯაკები და არა იმიტომ რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი. არა, ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები, ამ პასუხებს მოისმენთ ხვალ. აი ამ პიჯაკის "ქურდობისთვის" სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სირცხვილია, ქვეყნის ისტორიული სირცხვილია ეს, - ამბობს ნიკა გვარამია.