განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა (ვიდეო)
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ბიძინა ივანიშვილი ქართული კულტურიული და ისტორიული ძეგლების დაცვის გამო თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ ფონდი" რამხელა ძალისხმევას ახმარს ჩვენი კულტურული ძეგლების შენარჩუნების საშვილიშვილო საქმეს. ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც ასე, თვალისჩინივით, უფრთხილდება ქართულ კულტურას, ჩვენს ისტორიას და იმ ძეგლებს, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ეროვნული იდენტობა, არის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.