ისტორიული პროცესი იწყება - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოშია
ისტორიული სასამართლო პროცესი იწყება - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს.
ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა - გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.
დღეს მიხეილ სააკაშვილს 6 პიჯაკის და ერთი ქაშმირის პალტოს საქმეზე გაასაამართლებენ. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილია.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
„პიჯაკების საქმეზე“ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე მიტანილი თაიგულის ხარჯები, ლეხ და მარია კაჩინსკების საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხა, 2010 წელს ესტონეთში, პრეზიდენტის ვიზიტის წარმომადგენლობითი ხარჯები, ტალინის სავაჭრო ცენტრში შეძენილი ღვინის და ოპერის ბილეთები - ეს ჩამონათვალია ბრალის, რომელიც გენერალ თემურ ჯანაშიას სისხლის სამართლებრივ საქმეში დევს. გამოძიება 2014 წელს დაიწყო.