დღეს ლექსოს დაბადების დღეა, მოვა დრო, როცა გისოსები არ იქნება საკმარისი - ინგა გრიგოლია

02.12.21 10:51
დღეს ლექსოს დაბადების დღეა, მოვა დრო, როცა გისოსები არ იქნება საკმარისი -  ინგა გრიგოლია

"მოვა დრო, როცა გისოსები არ იქნება საკმარისი", - ამის შესახებ "ტვ პირველის" ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ, საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა. გრიგოლიას თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ჟურნალისტებს კიდევ ერთი ისტორიული პროცესის გაშუქება მოუწევთ.  ინგა გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის პროცესზე  დასასწრებად მივიდა. 

დღეს არის ლექსო ლაშქარავას დაბადების დღე და დღეს მინდა ვთქვა, რომ მოვა დრო, როცა გისოსები არ იქნება საკმარისი იმდენი ადამიანი აღმოჩნდება, იმ პროცესსაც გავაშუქებ ლექსო ლაშქარავას გამო. რა უცნაურია ეს ცხოვრება, ისტორიულ პროცესს ვესწრები და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს იმას, როცა კიდევ ერთ ისტორიულ პროცესს დავესწრები იმიტომ, რომ დღეს არის ლექსოს დაბადების დღე და ეს არის პირველი დაბადების დღე, როცა ის აღარ არის", - ამბობს ინგა გრიგოლია. 

ცნობისთვის, დღეს  5 ივლისის ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაბადების დღეა -  "ტვ პირველის" ოპერატორი 38 წლის გახდებოდა. 

მსგავსი სიახლეები