სააკაშვილმა "ოცნება" უკვე ამხილა - ნიკა გვარამია
საქართველოს მეამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიგა გვარამია, საქალაქო სასამართლოში მივიდა.
როგორც უფლაბადამცველმა მედიას უთხრა, "ქართული ოცნება" მხილებულია. გვარამია თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტრიბუნა ხალხის მიმართვისთვის უნდა გამოიყენოს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, წარგენილი ბრალდება აბსურდულია და "შეკითხვები არ არსებობს".
"ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც. ამიტომ მან მირჩევნია, ისაუბროს ამ წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები, ცხადია, პროკურატურას ვგულისხმობ“ - განაცხადა ნიკა გვარამია.