"პიჯაკების" და შემდგომი საქმეებიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშია - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს დღეს მისი დედა, გიული ალასანია, დაესწრება. ის საქალაქო სასამართლოშ უკვე მივიდა.
გიული ალასანიას თქმით, ყველა საქმე, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არის აღძრული, რუსეთის ინტერესებშია.
პიჯაკების წინა, შემდგომი საქმე, ყველაფერი ემსახურება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ჩემი აზრი ასეთია. ზოგიერთს ჰგონია, რომ შემოვა ბრეჟნევის რუსეთი და ისევ იქნება მექართამეობა და უკანა კარით სიარული. არ იქნება, იმიტომ, რომ იმ თაობას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, საერთოდ აღარ ახსოვთ ქართველები და იმათ აქვთ ჩვენზე წარმოდგენა, რომ ვართ 40 მილიონი და ვაპირებთ მაგათ დაპყრობას. არავის არ ეგონოს, ვინც იშოვა რაღაცეები, რომ მოხვეჭეს და აიშენეს სასახლე, რომ იმათ შერჩებათ რამე, არავის არაფერი შერჩება, - განაცხადა გიული ალასანიამ.