ყველასთვის იქნება ცნობილი, რამდენად აბსურდთან გვაქვს საქმე - ჯანაშია პიჯაკების საქმეზე
" ნაციონალური მოძრაობის" წევრი და პიჯაკების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, თემურ ჯანაშია, დარწმუნებულია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის აბსურდულობა დამტკიცდება.
კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ ხნის განმავლობაში რაღაცნაირად მოვახერხე და შევაკავე ეს აბსურდული ბრალი, ინფორმაციაც მოგაწოდეთ ჟურნალისტებს და ფართო საზოგადოებას. უკვე უფრო გაგვიადვილდება ამ სასამართლოზე მნიშვნელოვანი მატება გვაქვს სასამართლოში და ერთობლივი ძალებით მეტისთვის იქნება ცნობილი, რამდენად აბსურდთან გვაქვს საქმე", - ამბობს თემურ ჯანაშია.
ცნობისთვის, "პიჯაკების საქმეზე" ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით, 8 837 461, ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.