სააკაშვილს 9 მილიონის გაფლანგვას ედავებიან მაშინ, როცა ენერგეტიკის სამინისტრომ ქვეყანა 80 მილიონი დოლარით აზარალა - ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონის გაფლანგვისთვის ასამართლებს იმ დროს, როდესაც მათი მმართველობის დროს ენერგეტიკის სამინისტრომ ქვეყანა 80 მილიონი დოლარით აზარალა.
ჟორჟოლიანისთვის გაუგებარია, როგორ უნდა ისაუბრონ პროკურორებმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნულ საქმეზე სერიოზულად.
მოლოდინზე მეტი ინტერესი მაქვს, მაინტერესებს, სასამართლოზე ბრალდების მხარე როგორ განიხილავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკის თაიგული აჩუქა, ან ლეღვის მურაბა მიართვა ჩაისთან ერთად. აი, ეგეთი ტიპის დეტალებს როგორ განიხილავს პროკურატურა სერიოზული სახით, გულწრფელად მაინტერესებს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა, გითხრათ, მოსახლოებამ უნდა იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ედავებიან 9 მილიონ ლარს, რომელიც ბრალდების მხარის თქმით, მან 9 წლის განმავლობაში გაფლანგა. გუშინწინ ვიგებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო 80 მილიონი დოლარი, ანუ ორას მილიონზე მეტი ლარით აზარალა ქვეყნის ბიუჯეტი, ანუ მიხეილ სააკაშვილი 9 მილიონისთვის ზის ციხეში და ხელისუფლება არც კი განიხილავს, საჯაროდ როგორ იზარალა ამ ქვეყანამ 80 მილიონი დოლარი. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ამ პროცესებს სამართალთან შეხება არ აქვს, ვგულისმობთ ასეთ დეტალებს, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
თბილისის საქალქო სასამართლოში ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იწყება. მიხეილ სააკაშვილს6 პიჯაკის და ერთი ქაშმირის პალტოს გამო ასამართლებენ.