გავიხსენოთ, ვინ არის ბადრი კოჭალამაზაშვილი... - თინა ბოკუჩავა ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

02.12.21 11:43
გავიხსენოთ, ვინ არის ბადრი კოჭალამაზაშვილი... - თინა ბოკუჩავა ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ ე.წ. გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს.

მისი თქმით, კოჭლამაზაშვილი ფიგურირებდა შეწყალების საქმეში და ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულების გათავისუფლება მოხდა: 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, ვინ არის ამ საქმეზე მოსამართლე. ეს არის ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელიც ფიგურირებდა შეწყალების საქმეში, რომელმაც ხელი მოაწერა იმ უდოს გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც მოხდა იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლის შეწყალებისთვისაც პრეზიდენტ სააკაშვილს სხვა საქმეზე ასამართლებენ. სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიყავით სასმართლოს ეზოში, სწორედ ის საქმე მიმდინარეობდა, შეწყალების საქმე. სრული აბსურდია, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. ეს ამხელს იმას, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. რაც შეეხება თავად საქმე, მე რამდენადაც ვიცი, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის იურისტებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს ძალიან საინტერესო გამოსვლა დღეს, რომელიც იქნება ძალიან მამხილებელი თავად ამ საქმეზე და ზოგადად, რეჟიმის მიმართ, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

მსგავსი სიახლეები