ე.წ. პიჯაკების საქმე ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად მოვიხსენიოთ, როგორც კორუფციის საქმე - გურამ მაჭარაშვილი
ე.წ. პიჯაკები საქმე ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად მოვიხსენიოთ, როგორც კორუფციის საქმე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს. მისი თქმით, რაც მეტს ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე, მით ნაკლებად მოუწევს სახელისუფლებო გუნდს საკუთარი სიმართლის მტკიცება.
ჩვენ ვნახეთ საჯაროდ გამოქვეყნებული საბუთები, როგორ იხარჯებოდა არამიზნობრივად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით იქნება სასამართლო პროცესი. რაც შეეხება თავად პატიმარ სააკაშვილის გამოსვლებს, ჩვენ როგორც წინა სასამართლო სხდომაზე ვიხილეთ, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც მისთვის იქნება პოლიტიკური ტრიბუნა, თუმცა მიმაჩნია, რომ რაც მეტს ილაპარაკებს ის პოლიტიკაზე და პროცესებზე, მით უფრო ნაკლები გვექნება ჩვენ სამტკიცებელი საზოგადოებისთვის, თუ რატომ არის ის განსასჯელი ახლა. ე.წ. პიჯაკები საქმე ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად მოვიხსენიოთ, როგორც კორუფციის საქმე, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.