"სახელისუფლებო ნარატივს აჟღერებს"- სააკაშვილის ადვოკატები პროკურორის აცილებას ითხოვენ
ე.წ. პიჯაკების საქმე - საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ხმაურით დაიწყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა საქმის პროკურორის, გიორგი მუჯირის, აცილება მოითხოვეს.
უფლებადამცველების თქმით, პროკურორი პროპაგანდისტულ, სახელისუფლებო მესიჯებს აჟღერებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ობიექტურობა.
დაცვის მხარემ მედიაში გავრცელებული ინტერვიუ წარადგინა, რომელშიც მათი თქმით, გიორგი მუჯირი საქმის გარემოებების ნაცვლად პოლიტიკურ დასკვნებს აკეთებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“ - ისმის სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც სასამართლო დარბაზში ნიკა გვარამიამ ჩართო.
ნიკა გვარამიას თქმით, პროკურორის განცხადებები ბრალდებას არ შეეხება და პოლიტიკური შინაარსისაა:
ხდება პოლიტიკურ კონტექსტში შეფასება, აქედან გამომდინარე გადადის საქმის მასალებზე, ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც ბრალდების მხარეს არ გააჩნია და ამიტომ ვითხოვ მის აცილებას“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თავად გიორგი მუჯირმა შუამდგომლობას აბსურდული უწოდა. მან სასამართლოს მოუწოდა, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს.