რა მოლოდინი აქვს “ოცნებას“ 12 ოქტომბრის შეხვედრიდან

24.09.26 15:20
რა მოლოდინი აქვს “ოცნებას“ 12 ოქტომბრის შეხვედრიდან

 

რა მოლოდინი აქვს “ოცნებას“ 12 ოქტომბრის შეხვედრიდან - პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდე უფრო ხმამაღლა უნდა გააგონონ ბრიუსელს.

ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში. ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ვფიქრობ ამ პროცესის ნაწილი არის ის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდე უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას პოვებს, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოზე იმსჯელებენ. 

დღის წესრიგით, საბჭოზე განიხილავენ:

  • რუსეთის აგრესიული ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული მზარდი ჰიბრიდული კამპანიას;
  • ახლო აღმოსავლეთს; გაფართოებულ ევროკავშირის გავლენას უსაფრთხოებაზე, ხოლო მიმდინარე საკითხების ფარგლებში საქართველოზე იმსჯელებენ. 

ასევე, გაიმართება არაფორმალური დისკუსია უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები