პედესტალიდან საუბარი უნდა გეუხერხულებოდეთ - ბექა ბასიალაია პროკურორებს

02.12.21 12:22
პედესტალიდან საუბარი უნდა გეუხერხულებოდეთ - ბექა ბასიალაია პროკურორებს

ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორი გიორგი მუჯირი ხელისუფლების პროპაგანდისტად მოიხსენია და მისი აცილება მოითხოვა. უფლებდამცველის განმარტებით, სამივე პროკურორი ხელისუფლებამ არასწორად შეარჩია, რადგან სამივე მათგანი 26 მაისს, ანუ საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პროკურატურაში მუშაობდა. 

"პედესტალიდან საუბარი უნდა გეუხერხულებოდეთ", - მიმართა ბასილაიამ საქმის პროკურორებს. 

"საზოგადოებამ მძაფრად უნდა აღიქვას, რა დროს ხდებობდა ამ ხარჯის გაწევაო", ანუ მისი მთავარი ამოცანა არის არა ის, რომ კონკრეტული ფაქტების ირგვლივ სამართლებრივი შეფასება მივიღოთ, არამედ ის, საზოგადოებამ აღიქვას რაღაცეები მძაფრად და მოხდეს პოლიტიკური აზრის ფორმირება მოცემული საქმის ირგვლივ. და როდესაც პროკურორის ამოცანაა პოლიტიკური აზრის ფორმირება, ის საქმეზე ბრალმდელბელი არ არის. ის საქმეზე არის ხელისუფლების პროპაგანდისტი. ამავე დროს, უნდა ხაზი გაესვას, რომ საამისოდ  ძალიან ცუდად არიან შერჩეულები პროპაგანდისტები ამ საქმეზე, როდესაც 26 მაისზე საუბრობენ, რომ არ შეიძლებოდა თურმე ამ დროს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ვიზიტი გაეკეთებინა, 26 მაისს სამივე აქ წარმოდგენილი პროკურორი პროკურატურის სისტემაში მუშაობდა... პიდესტალიდან საუბარი უნდა გეუხერხულებოდეთ, - განაცხადა ბასილაიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების საქმეზე ასამართლებენ.  

მსგავსი სიახლეები