აქ ხართ წარმოდგენილი, როგორც "ოცნების" სპიკერები - ბასილაია პროკურორებს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორის სიტყვის შემდეგ მათი საქმიდან აცილება მოითხოვეს. ბექა ბასილაიას თქმით, სახელმწიფო ბრალმდებლების მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვიდან მათი პოლიტიკური მიკერძოებულობა გამოჩნდა. ბასილაიამ საქმის პროკურორებს "ქართული ოცნების" სპიკერები უწოდა.
სამართლებრივი თვალსაზრისით იქნება ბოტოქსი, თუ პიჯაკი, ხარჯვის თვალსაზრისით იყო იდენტური, დანაშაული არ არის. ამიტომ ვარ დღეს პოლიტიკურ და არა სამართლებრივ პროცესზე. ამიტომ წარმოადგენთ თქვენ პროპაგანდას და არა სახლმწიფო ბრალდებას.
შეიძლება, ხვალ ვინმე შეგედავოთ, რომ პროკურატურის მანქანით კი ნუ მოხვალთ ორთაჭალიდან სასამართლომდეო, შესაბამისი მიკროავტობუსით იარეთო.
ვინც დავალებას გაძლევთ, ისიც არ ესმის, რომ ამ საქმის მთელი პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, ბოტოქსზეა საუბარი. თქვენსავე სიტყვაში პოლიტიკური მოტივაცია დაადასტურეთ და თქვენ აქ ხართ წარმოდგენილი არა როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები, არამდე როგორც "ქართული ოცნების" სპიკერები, ამიტომ უნდ აიქნენ ისინი აცილებული", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.