"პიჯაკების აქეთ-იქით ტარებას 9 მილიონი აანაზღაურეთ" - დაპირისპირება სააკაშვილის სასამართლოზე

02.12.21 12:38
"პიჯაკების აქეთ-იქით ტარებას 9 მილიონი აანაზღაურეთ" - დაპირისპირება სააკაშვილის სასამართლოზე

ხმაურია ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სააკაშვილს ადვოკატებმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე პიჯაკები მიიტანეს, რამაც პროკურორების გაღიზიანება გამოწვია. 

გიორგი მუჯირმა წინა ხელისუფლება "26 მაისს ხალხის დასახიჩრებაში" დაადანაშაულა. 

"პიჯაკების აქეთ-იქით ტარებას 9 მილიონი აანაზღაურეთ"- მიმართა პროკურორმა დაცვის მხარეს.

მსგავსი სიახლეები