ბიჭი მოკლეს და მეტინგიცებიან აქ! - გიგა ავალიანის დედა ნია იმნაძის ადვოკატს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს

25.09.26 00:04
ბიჭი მოკლეს და მეტინგიცებიან აქ! - გიგა ავალიანის დედა ნია იმნაძის ადვოკატს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის ადვოკატს გიორგი ლეკიშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

  •  ნია იმნაძის ადვოკატმა წინა კვირას განაცხადა, ავალიანის ტელეფონზე ექსპერტიზას ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები ჩაატარებენ.

როგორც ეკა კუპატაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, იმნაძის ადვოკატს დაუკმაყოფილეს შუამდგომლობა, რითიც ითხოვდა ისრაელის ექსპერტების წერილის ქართული თარგმანი, სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მოსამართლის განჩინების შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული რესურსით ჩაატარებენ ექსპერტიზას მოცემულ მასალაზე.

მისი თქმით,  გიორგი ლეკიშვილმა გიგას ტელეფონზე ექსპერტიზა რომ ჩაატარებინოს ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს გიგა ავალიანის ტელეფონი და მოსამართლის განჩინება. 

გიორგი ლეკიშვილმა მოატყუა მთელი საქართველო, შეცდომაში შეიყვანა ჟურნალისტები: თითქოს ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები შეამოწმებენ გიგა ავალიანის ტელეფონს. ეს არ არის სწორი ინფორმაცია! სინამდვილეში იმ დღეს ლეკიშვილმა მოსამართლეს საქმეში ჩაადებინა ორი განჩინება, რომლებზედაც თავის დროზე ადვოკატმა მიიღო უარი. საუბარია ძალადაკარგულ განჩინებებზე დიახ, მტკიცებულებების გამოკვლევის და მოკვლევის უფლება აქვს ადვოკატს, ამ მიზნით ლეკიშვილმა წინა სასამართლომდე, 10 სექტემბრამდე მართლაც მიმართა სასამართლოს და მოთხოვა ასეთი რამ - წვდომა ჰქონოდა გიგა ავალიანის  ტელეფინზე, რაზეც მიიღო უარი, რაც გაასაჩივრა, თუმცა  უარი მიიღო სააპელაციო სასამართლოშიც. ლეკიშვილი ითხოვდა იმას, რასაც ისედაც ითხოვს პროკურატურა. ამით გიორგი ლეკიშვილი აშტერებს ნია იმნაძის ოჯახს. 

რაც შეეხება ისრაელიდან ექსპერტების ჩამოსვლას - მას ისრაელიდან მოუვიდა პასუხი, მან სასამართლოზე წარადგინა ისრაელის ექსპერტების მიერ გამოგზავნილი პასუხის ქართული თარგმანი, სადაც ისინი თეთრზე-შავით უწერენ, რომ თუ იქნება მოსამართლის განჩინება, ჩვენს ხელთ არსებული რესურსით, გამოვიკვლევთ საკვლევ მასალას.

იმისთვის, რომ ისრაელიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა გიგას ტელეფონი გახსნან, საჭიროა ერთდროულად ორი რამ: მისამართლის განჩინება და გიგას ტელეფონი. არ არსებობს მოსამართლის განჩინება, რადგან ის ითხოვდა იმას, რაც უკვე მოთხოვნილი აქვს პროკურატურას"- აცხადებს ეკა კუპატაძე დ დასძენს: "ბიჭი მოკლეს და მეტინგიცებიან აქ!".

27 წლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა.

იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხებაანასტასია ბერუაშვილს მას ბრალი  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გიგა ავალიანის საქმეზე 7 პირია დაკავებული: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი არიან დაკავებულები.