"პროცესი რეგლამენტირებულია" - პროკურატურა სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგია

02.12.21 13:21
"პროცესი რეგლამენტირებულია"  -  პროკურატურა სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგია

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, რომ საასმართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური განცხადებებს ადგილი არ ჰქონოდა. 

წინარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზს იყენებს, როგორც ტრიბუნას. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ იურისტი, მისთვის კარგად ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პროცესი მკაცრად რეგლამენტირებულია და თითოეული განცხადება უნდა მიმართული იყოს სისხლის სამართლის საქმისკენ და უნდა ჯდებოდეს ამ ფარგლებში, - თქვა პროკურორმა.

ბრალდების მხარის ამ განცხადებამ ადვოკატების პროტესტი გამოიწვია. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

 

მსგავსი სიახლეები