3 საათით ადრე მომიყვანეს... ივანიშვილს ეშინია, რომ მე ველაპარაკო საზოგადოებას - მიხეილ სააკაშვილი
"ხედავთ, რომ ივანიშვილს ეშინია, რომ მე ველაპარაკო საზოგადოებას, ცდილობს, რომ არ მალაპარაკონ", - ასე დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა და პროცესზე დამსწრე ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა. მესამე პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლო პროცესი დაგვიანებით დაიწყო. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის უკრაინაში უმაღლესი თანამდებობის პირია და დასაკარგი დრო არ აქვს.
ამ სასამართლოს დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით, თქვენ ეტყობა, ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო, მე ვარ უმაღლესი თანამდებობის პირი უკრაინის, ვარ აქტიური პოლიტიკოსი, ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩების, მომიყვანეთ-ხოლმე დროზე და ყველა გამოცხადდეს-ხოლმე დროზე", - თქვა სააკაშვილმა.