ცოცხალი რომ ვარ, ამაში თქვენი ლომის წვლილია - მიხეილ სააკაშვილის მადლობა მედიას
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისა მადლობით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა:
მე არ მივმართავ ამ სასამართლოს, თქვენ ხედავთ, რომ ივანიშვილს ეშინია იმის, რომ მე ველაპარაკო საზოგადოებას. პირველ რიგში, მინდა მივესალმო მედიის წარმომადგენლებს, მე მიმაჩნია, რომ თქვენ ნამდვილად გმირები ხართ. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ცოცხალი რომ ვარ, ამაში თქვენი ლომის წვლილია"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.