დაიწყო ბრახუნი, დილის 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი" - სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში მომხდარზე
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გლდანის ციხეში, მის მიმართ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ახალი დეტალების შესახებ ისაუბრა. მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ორგანიზებული "შუმოკი" იმ დროს მოუწყვეს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
დილის 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", წინა "შუმოკები" იყო დედის გინება და ხმაური. დაიწყო კარებმა ბრახუნი. არსად არ იყო არც ერთი სამედიცინო პერსონალი, იყო შთაბეჭდილება, რომ ანგრევენ კარებს და შემოდიან და იყო დაორგანიზებული ნაწილი იმ წამებისა, რომელიც იქ ხდება. მე ვარ იმ წამების მსხვერპლი პირადად ივანიშვილის და პუტინის დაკვეთილი წამების", - განაცხადა პროცესზე სააკაშვილმა.