ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი სინანული... - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას

02.12.21 13:37
ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი სინანული... - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას

როდესაც ითხოვთ ჩემგან მეტ სინანულს, გაიხსენეთ, რომ რუსული სისტემის პირადი  პატიმარი ვარ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ სასამართლო პროცესზე საზოგადოებას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დავით აღმაშენებელმა დაწერა "გალობანი სინანულისანი", თუმცა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში მოხვედრის შემთხვევაში, ის ამას არ წაიკითხავდა. 

ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მე ბოდიშის მოხდა წინა ჩემს გამოსვლაში და მეტი სინანული. როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, დაახლოებით ეს მათთვის ისეთივე სინანულია, როგორიც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არაფერი სასინანულო არ მაქვს, რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებელის "გალობანი სინანულისანი" ეს არის ზუსტად პიროვნული პასუხისმგელობის მორალური კატეგორიების აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და რეფლექსია, ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსი მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელი არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და "გალობანი სინანულისანი" არ წაუკითხავს თურქ-სელჩუკების წინაშე. მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილს პიჯაკების საქემზე ასამართლებენ.  

მსგავსი სიახლეები