არ დაგვავიწყდეს ბენდუქიძის მკვლელობა, კახა ამათმა მოკლეს - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა. მესამე პრეზიდენტის თქმით, ბენდუქიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
მე კარგად მესმის კახა ბედნუქიძის. მას შევხვდი მის სიკვდილამდე 2 დღით ადრე ბრიუსელში, ის ძალიან ნერვიულობდა, მასზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, კახა მოკლეს ამათმა. ამათ მოკლეს თავისი ბრალდებებით, ეუბნებოდნენ, პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, იქნები ისეთ დიეტაზე, რომ კუჭი გაგიხმება. როცა ვლაპარაკობთ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობაზე, ია კერზაიას მკვლელობაზე, არ დაგვავიწყდეს კახა ბენდუქიძის მკვლელობა. მე ვიცი რატომ წავიდა კახა დროზე ადრე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.