ორი არაბული ანკლავის გაჩენა გონიოსა და კრწანისის ტყე-პარკსა, დანაშაულია - ირაკლი კუპრაძე ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს
"ლელო-ძლიერი საქართველო" არაბული მშენებლობების წინააღმდეგ გამოდის - დღეს "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კურპაძემ თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგი გონიოში იმ ადგილას გამართა, სადაც "Eagle Hills" მშენებლობებს გეგმავს.
კუპრაძის თქმით, "ორი არაბული ანკლავის გაჩენა კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოების ეკონომიკის წინააღმდეგ".
"ძლიერი საქართველო" მთავრობისგან იმს აიდუმლო ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეს.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით გონიოს უნიკალური ტერიტორიის გულში, სადაც ბიძინა ივანიშვილმა და ანტიქართულმა "ოცნებამ" ერთი წლის წინ გამოაცხადა, რომ გონიოს ამ უნიკალურ, ქართულ ტერიტორიას და კრწანისის ტყე-პარკს, 590 ჰექტარს კრწანისში და 260 ჰექტარა გონიოში გადასცემს არაბულ კომპანიას.
პრომო ბიჭუნად წარმოდგენილმა, ე.წ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, განაცხადა, რომ 6 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდოდა , 6 მილიარდი დოლარის გენერირებას შეძლებდა ეს პროექტი, ამ პროექტს საბოლოოდ ეწოდა და დაერქვა აფიორა, რაც გულისხმობს არაბული ქალაქების შექმნას. მათ შორის, იმ არაბული კომპანიის წარმომადგენელმა, ხელმძღვანელმა და დირექტორმა განაცხადა, რომ ამ კომპანიაში კვადრატული მეტრის ღირებულება იქნება 5000-დან 12 000 დოლარამდე. საქართველოს ვერცერთი საშუალოსტატისტიკური მოქალაქე ვერ შეიძენს ვერანაირ ფართს ვერც გონიოში, არაბულ ქალაქებში და ვერც კრწანისის ტყე-პარკში. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის სრული უმრავლესობა ათვისებული იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ.
მაშინ, როცა საქართველოში ანტიქართული "ოცნების", არაქართული "ოცნების" პროპაგანდამ და საქმიანობამ შექმნა დემოგრაფიული კრიზისი, იცლება საქართველო საქართველოს მოქალაქეებისგან, ჩამოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. განსაკუთრებული კროზისია ბათუმში, რუსეთის მოქალაქეების ჩამოცხოვრების გამო. იცვლება თანაფარდობა საერთოდ საქართველოსი ქართველებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის. ამ კრიზისის პირობებში, ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, კრწანისის ტყე-პარკში და გონიოში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოების ეკონომიკის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს არ არის ეკონომიკური განვითარება. მაშინ, როცა ქართული სახელმწიფოსთვის უნიკალური მნიშვნელობის ძალიან მაღალი ეკონომიკური ღირებულების ქონებას, სახელმწიფო ყოველგვარო რეალური შემოსავლის მიღების გარეშე დებს ინვესტიციად წარმოუდგენელ, დაუსაბუთებელ პროექტებში, რომელმაც არ იმუშავა მათ შორის უნგრეთში, არ იმუშავა სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის რისკებისა და უპერსპექტივობის გამო. ეს არის კორუფციული პროექტი, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ ანტიქართულმა "ოცნებამ" გაასაიდუმლოა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში.
თუ არაფერი აქვს დასამალი ანტიქართულ "ოცნებას" რატომ ასაიდუმლოებს ხელშეკრულებას, რომელშიც სავარაუდოდ არის ისეთი მძიმე პირობები სახელმწიფოს მხრიდან შესასრულებლად, რომელიც სრულიად გამორიცხავს ადეკვატური, ეროვნული, ქართული გადაწყვეტილების არსებობას საერთოდ ამ გარიგებაში.
კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს აფიორა, რომელიც ერთის მხრივ 6-მილიარდიან ინვესტიციას მოიცავდა თავიანთი ჭკუით, ტყუილი, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააჟღერა და მეორეს მხრივ დემოგრაფიული, ეკონომოკური, უსაფრთხოების კრიზისი შექმნა საზღვრისპირა მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტში, აქედან, ამ ტერიტორიიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში არის საქართველო-თურქეთის საზღვარი. არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ განკარგო უზარმაზარი ტერიტორიები, რომელიც პირიქით უნდა იყოს, საზღვრის, ეკონომიკის, დემოგრაფიის და ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესი.
ჩვენ, "ძლიერი საქართველო - ლელო" გავაგრძელებთ ბრძოლას სანამ არ მივაღწევთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და იმ პირობების გასაჯაროებას და მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ არის ანტისახალხო, ანტისახელმწიფოებრივი და მორგებული მხოლოდ ერთ კაცს - ბიძინა ივანიშვილა და მის არაქართულ "ოცნებას".- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.
შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.