მეც ვფიქრობ, რომ ბატონი Kordz-ი ფაშისტია - ლევან მაჭავარიანი
"ოცნება" Kordz-ის წინააღმდეგ - ივანიშვილის პარტიაში მუსიკოსის მისამართით განცხადებები არ წყდება. დღეს ლექსანდრე კორძაია "ოცნების" ლიდერების მსგავსად, "ფაშისტად" მოიხსენია ლევან მაჭავარიანმაც.
მაჭავარიანი მუსიკოსის დედის ვიდეო-მიმართავსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ თამარ კორძაიაც შვილის მსგავსად ფიქრობს, მაშინ "მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია".
მეც ვფიქრობ, რომ ბატონი Kordz-ი არის ფაშისტი. ნამდვილად დავპირდი საზოგადოებას, რომ რადიკალიზმი, ფაშიზმი და ექსტრემიზმი საქართველოში ვერ იარსებებს და თუ რაღაცა დოზით არსებობს, აუცილებად დასრულდება. და თუ ახლა ადამიანი იმით საზრდოობს, რომ მილიონ 120 ათას ჩვენს თანამოქალაქეს აგინებს და შემდეგ იგი ფიქრობს, რომ გმირად შერაცხავენ თუ რა იქნება, ძალიან აცდენილია ეს ადამიანი და შესაბამისად დედამისიც, თუ იზიარებს, რომ ბატონი Kordz-ის მხრიდან ეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაა - ნუ დედამისიც მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, სამწუხაროდ", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
იგივე პათოსის წარსდგა დღეს ტელეკამერებსი წინაშე "ოცნების" კიდივ ერთი წევრი, ირაკლი ჭეიშვილიც.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: "სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს". მოგვიანებით, კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურა კობახიძე და თქვა: "წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა"