მინდა, ხალხმა იცოდეს, რა იყო 26 მაისს - მიხეილ სააკაშვილი
მე მინდა, ხალხმა იცოდეს, რა იყო 26 მაისს - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე 2011 წლის მოვლენები დეტალურად გაიხსება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დემონსტანტების ავტომობილის პოლიციელზე დაჯახებამ სამართალდამცველების გაბრაზება და მათი კონტროლიდან გამოყვანა გამოიწვია.
ერთადერთი ბრძანება, რაც გავეცი, იყო ის, რომ გაეხსნათ გასასვლელი დემონსტარნტებისთვის- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის დემნონსტრანტებისთვის სავალი გზის გახსნას მოითხოვდა:
აგერ არის თემურ ჯანაშია და დაადასტურებს. 26-ში მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, გადაურა მას მანქანამ, პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი, მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი, ერთადერთი ძალიან ცუდი ის იყო, რომ ჩაკეტილი იყო ორივე მხრიდან მოედანი. დამირეკეს, ძალიან ცუდი სიტუაციაა, პოლიცია ბრძანებებს არ ემორჩილებაო. რა შეგვიძლია ვქნათ, რომ გავუხსნათ პიონერთა სასახლის მხრიდან ადგილი და გავიყვანოთ დემონსტანტებიო, მე ვუთხარი, დაუყონებლივ გაიყვანეთ. ეგ არის ერთადერთი ბრძანება, რომელიც გავეცი - განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.