დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოტეკა გაიხსნას მაგის მაგივრად - სააკაშვილი სუს-ის გაუქმებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს, ხოლო ძალოვანი უწყებები მთლიანად სხვა სისტემაზე გადავიდეს. სააკაშვილის თქმით, აუცილებელია, უზენაეს სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა მოხდეს და მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად შეიცვალოს.
საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური. ვეღარ მოხდება ისე, რომ ბათუმში ვიღაცეების დასარბევად ოზურგეთიდან ჩაყავთ პოლიცია. უნდა იყოს დეცენტრალიზებული სისტემა, როცა პრაქტიკულად ყოველთვის ხელისუფლებაში იქნება კოალიცია. მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იქნან დათხოვნილი, მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოტეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოწონს ასეთ ადგილას გართობა. მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი. ამათ არაფერი აღარ გამოასწორებს. მთლიანად უნდა შეიცვალოს და უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა", - განაცხადა სააკაშვილმა.