კაპიკ-კაპიკ უნდა აუნაზღაურდეს დამოუკიდებელ მედიას ის ზარალი - მიხეილ სააკაშვილი

02.12.21 14:37
 კაპიკ-კაპიკ უნდა აუნაზღაურდეს დამოუკიდებელ მედიას ის ზარალი - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ინიციატივას "ბლეფს" უწოდებს. 

მისი თქმით, სათამაშო ბიზნესის "ბოსები" სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. 

საქართველოში უნდა იყოს მედიაკოდექსი, რომ თუ მაგალითად გაუარესდა სარეკლამო პირობები, როგორც ახლა აკეთებენ, რომ მოკლან დამოუკიდებელი მედია. ვთქვათ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა სათამაშო ბიზნესი, თუმცა ეს არის ბლეფი იმიტომ, რომ სათამაშო ბიზნესის ბოსები არიან ესენი და დანარჩენები უბრალოდ წავლენ ჩრდილში. მე ეს უკრაინაში ნანახი მაქვს და ვიცი, როგორ გამოიყურება. ვთქვათ, მიიღეს ეს, სათამაშო ბიზნესი, ავტომატურად კაპიკ-კაპიკ უნდა აუნაზღაურდეს ყველა დამოუკიდებელ მედიას ის ზარალი, რომელსაც ის მიიღებს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული", - განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები