მართალია, კატა ჯერ არ იყო, მაგრამ ყველანი აქუბარდიას სტუდიაში გავიზარდეთ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე "ტვ კავკასიას" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სააკაშვილს არც "კავკასიის" კატა, ქაქუცა, გამორჩენია:
აქუბარდიას სტუდიაში გავიზარდეთ ყველა, მართალია, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგრამ ყველანი იქ გავიზარდეთ, ოპერის უკან, ეს იყო ჩემი სამორიგეო პუნქტი, დღესაც ასე გრძელდება.
ამას წინათ დედაჩემმა მკითხა, მივიდე თუ არაო, მე ვუთხარი, რა თქმა უნდა, უნდა მიხვიდე, იმიტომ, რომ საინტერესოა, სხვა თუ არაფერი, ეს არის კულტურული კარუსელი. ასეთი მუდმივი სამუშაო ადგილი ადამიანს ჰქონდეს, მე არ მინახავს ცხოვრებაში"- თქვა სააკაშვილმა.