პოზიტიურია ფაქტია, რომ პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა - კელი დეგნანი
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობას პოზიტიურ მოვლენად აფასებს. დიპლომატის განცხადებით, კარგია ისიც, რომ მედიას და საზოგადოებას პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა.
მე ვთვლი, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ყოფილ პრეზიდენტს მიეცა შესაძლებლობა, დაესწროს საკუთარ საამართლო პროცესს, ეს უკვე მეორედ. პოლიციამ მისი გადაყვანის პროცედურა კარგად დააორგანიზა და მისი გადაყვანა მოხდა უსაფრთხოდ. ასევე მედიას და საზოგადოებას ეძლევა პროცესზე დასწრების დაშუალება, ყველას მოვალეობაა, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს მშვიდობიანად, წესების დაცვით. მხარდამჭერებმა უნდა გამოხატონ მათი პროტესტი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად. იგივე ეხება ასევე სასამართლო დარბაზსაც, რათა სწორად წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესი, - განაცხადა დეგნანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას ბრალდებულიც ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილი პიჯაკების საქმეზე გაასამართლეს.