ერთი პარტიის მიერ ყველაფრის მართვა მოქმედებს მათ წინააღმდეგ - კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, "ქართული ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ერთპარტიული მმართველობა სახელისუფლებო გუნდისთვის მათ წინააღმდეგვე მოქმედებს.
ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია მოიცავს და ითვალისწინებს აზრთა სხვადასხვაობას. ერთი პარტიის მიერ ყველაფრის მართვა მოქმედებს მათ წინააღმდეგ. ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური განვითარება, ეს ასეც შეფასდა და ასე შეთანხმდა ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის ლიდერი. გათვალისწინებული იყო ეს მარტის შეთანხმებითაც, - აღნიშნა დეგნანმა.