გვითხრეს, რომ იგივეს დაგვმართევბენ - ვატო წერეთელი ლექსო ლაშქარავაზე
"ჩვენ კოლეგას სიცოცხლე არ შერაგეს!" - "ტვ პირველის" დამფუძნებლი და კოლეგები ლექსო ლაშქარავას საფლავთან შეიკრიბნენ.
როგორც ვატო წერეთელმა განაცხადა, ტრაგიკული მოვლენებიდან თითქმის 4 თვე გავიდა, თუმცა, ძალადობის არცერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის.
მეტიც, ტელეკომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთელი სახელმწიფო მანქანა გარდაცვლილის გაშავებას ცდილობდა:
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც გააკეთა, თავიანთი კორუფციის, უსამართლობის, ნეპოტიზმის და ათასი უბედურების გათეთრება იყო. ჩვენს კოლეგას სიციცხლე არ აცხადეს. ამ ყველფრით ჩვენ გვითხრეს, რომ ყველას იგივეს დაგვმართებენ, რაც დამართეს ლექსო ლაშქარავას"- განაცხადა ვატო წერეთელმა.
"ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე კი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოებს საქმის ობიეატურად გამოძიებისთვის ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ.
მისი თქმით, გომელაურის უწყება მხოლოდ ლექსო ლაშქარავას სახელის დისკრედიტაციით იყო დაკავებული.
ამ ტრაგიკული დღიდან 4 თვე გავიდა, თუმცა დღემდე არ გვაქვს არანაირი პასუხი მისი მკვლელობის შესახებ.
რაც ვიცით, არის ის რომ ლექსოს გარდაცვალების მეორე დღესვე, გამოძიებამ აბსურდული, შეთითნილი ცერსიები შემოგვთავაზა, რომ მისი დისკრედიტაცია მოეხდინათ.
4 თვეა გასული და არც ექსპერტიზის პასუხია და არც სხვა ინფორმაცია გამოუქვეყნებიათ"- თქვა აბურჯანიძემ.
"ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, დღეს 39 წლის გახდებოდა.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ლაშქარავას რამდენიმე წუთის განმავლობაში ურტყამდნენ, ოპერატორს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა.