მაჩვენეთ, რომ "რედბული" დაალევინეს ჰილარი კლინტონს - პროკურორი გადახდის ქვითარს ითხოვს
ქართული ჩაი სამ ლარად, ლიმონი ერთი ლარი, ქართული თხილი და ენერგეტიკული სასმელი - ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმიდან ერთ-ერთი ქვითარი, რომელიც 2012 წლის 5 ივნისით თარიღდება. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ამერიკულ დელეგაციას მასპინძლობდა. საქმის პროკურორი, გიორგი მუჯირი, ითხოვს იმ გადახდის ქვითარს, რომელშიც ეწერება, რომ "რედბული" ჰილარი კლინტონისთვის იყო შეძენილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, პირობითად ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი 2 დღის განმავლობაში დაჯდა 60 ათასი ლარი - თითქოსდა ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. არც ერთი დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტის სახელმწიფო მნიშვნელობაზე.
თქვენ თუ მაჩვენებთ, რომ რედბული დაალევინეს ჰილარი კლინტონს და ეს არის მითითებული, გაგცემთ პასუხს", - ამბობს პიჯაკების საქმის ერთ-ერთი პროკურორი, გიორგი მუჯირი.