ღარიბაშვილის საათების ფასს ვედავებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს? - ელისო კილაძე

02.12.21 17:39
ღარიბაშვილის საათების ფასს ვედავებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს? - ელისო კილაძე

,,ქრონიკა+"-ის რეადაქტორის, ელისო კილაძის,  ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამოძიება ედავება წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელიც წესით, სახელმწიფოს ყველა პირველ პირს აქვს გამოყოფილი ფინანსთა სამინისტროსგან.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ ასეთი დანახარჯები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილსაც, როცა ის საქართველოს პრემიერი იყო.

რას ედავება სახელმწიფო და მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს? 9 მილიონი ლარი 5 წლის განმავლობაში, ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, თვეში დაახლოებით 50 ათასი დოლარი. 

ირაკლი ღარიბაშვილის საათების ფასს ვედავებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს, წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელიც მას ფინანსთა სამინისტროსგან ჰქონდა გამოყოფილი. ყველა პირველ პირს ჰქონდა ეს ხარჯები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ხარჯავდა მას პრემიერ მინისტრობის დროს უცხოურ ვიზიტებში - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ელისო კილაძემ.

ე.წ. პიჯაკების საქმე- გამოძიება მიხეილ სააკაშვილს მისი პრეზიდენტობის პერიოდში 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები