სააკაშვილს უნდა სანდრას დაჭერა... - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცახდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსის დაპატიმრება უნდა.
კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილს "მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეკუთვნის შესაბამისი სასჯელი"
ერთი რაც გავიგეთ, არის ის, რომ უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის. რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ, ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება. გარდა ამისა, გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულებისა, რომელიც რეალურად აქვს მას ჩადენილი", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იმ 9 მილიონიდან, რომელსაც მას პროკურატურა ედავება, თანხის მეხუთედი სანდრა რულოვსმა გარკვეულ ქველმოქმედებას მოახმარა.
მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლებას ყველა ის დამსახურება გაახსენა, რაც სანდრა რულოვსმა საქართველოსთვის გააკეთა.