ქალბატონი კელი არ არის ექსპერტი- ირაკლი კობახიძე

02.12.21 18:10
ქალბატონი კელი არ არის ექსპერტი- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოში ამერიკის ელჩის განცხადებას პასუხობს, რომელშიც კელი დეგნანმა საქართველოში ტირანიის ჩამოყალიბების საშიშროებაზე გააკეთა აქცენტი.

მე ვარ  უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი, ან უფრო დაბალი, მოქმედებს ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია, ამას გეუბნებით,  როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის ექსპერტი - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, დღეს განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა, ერთი პარტიის მიერ ყველაფრის მართვა მოქმედებს მათ წინააღმდეგ და ზრდის ტირანიული მმართველობის რისკებს.

მსგავსი სიახლეები