გახარიას გუნდი ბათუმში საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრება

02.12.21 19:51
გახარიას გუნდი ბათუმში საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრება

გახარიას გუნდის ულტიმატუმი საკრებულოს შემადგენლობაში მყოფ პარტიებს - ხვალ ჩვენი პარტიის წევრები საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გახარიას გუნდმა ორჯერ შესთავაზა ,,ქართულ ოცნებასა" და ,,ნაციონალურ მოძრაობას", საკრებულოებში, ყველა კომისიაში, ბალანსი დაცული ყოფილიყო, თუმცა უარი მიიღეს. ამის გამო ხვალ გასამართ საკრებულოს სხდომაში ისინი მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

ჩვენ წარმოდგენილი ვართ საქართველოს ყველა რეგიონში , ზოგ რიგ მუნიციპალიტეტში გვაქვს გადამწყვეტი ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დაკომპლექტდება ეს საკრებულოები. ჩვენ შევთავაზეთ ,,ოცნებას" და ,,ნაცმოძრაობას", დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაგვეწყვიტა, რაც სჭირდება საზოგადოებას, იმისთვის, რომ შეთანხმება მომხდარიყო და საკრებულოში არსებული ყველა კომისია თანაბრად გადანაწილებულიყო. ,

ჩვენ მზად ვიყავით, საკრებულოებში ყველა თანამდებობაზე უარი გვეთქვა, ეს საკითხი რაციონალურად გადაგვეწყვიტა. ორჯერ გვქონდა მცდელობა, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა...ბალანსს დასაცავად ჩვენ ყველა ბერკეტი გამოვიყენეთ, ამ ბერკეტის გამოყენებას არ ვწყვეტთ ახლაც, თუმცა, არავის სცენარში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

სწორედ ამიტომ პარტია ,,საქართველოსთვის" წევრები, ხვალ საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ, ამ ცირკში მოანაწილეობას არ მიიღებენ. ჩვენ ვაძლევთ ,,ქართულ ოცნებას" და ,,ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლებლობას, რომ თვითონ, ერთობლივად მიიღბნ ის გადაწყვეტილ;ება, რომელიც სჭირდება მუნიციპალიტეტის, საკრებულოს გამართულ მუშაობას - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

ხვალ თვითმმართველობით რეგიონებში 2021 წლის, ახალი მოწვევის, საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები