გომელაურმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა
ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს - კითხვები შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს "პირველების" კორესპოდენტმა სასამართლოს დერეფანში დაუსვა.
- თავდაპირველად არსებობდა შეთანხმება, რომ მთავრობის ყოფილი წევრი მედიასთან, ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ გაჩერდებოდა, თუმცა მან შენობა უკანა კარიდან დატოვა.
არ განიხილება არანაირად ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე... ამ ეტაპზე არ განიხილება და მომავალში...",- განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, როგორც შს ექს მინისტრმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, მას "ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო“.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს გომელაურმა თქვა: "ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, გამორიცხულია".
ამასთან, TV პირველმა ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი ღარიბაშვილის სახლში აღმოჩენილ ფულზეც ჰკითხა.
ექს-მინისტრი "სისულელეს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გომელაური "ქართულ ოცნებასა" და დასაკავებლად გაზადებულ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შუამავალი იყო.
- "შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, გომელაურმა ღარიბაშვილს გადასცა დანაბარები, რომ თუ შვიდ მილიონს მიიტანდა, პატიმრობას გადაურჩებოდა. TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრემიერმა ფულის მობილიზება დაიწყო და შუამავალს შეატყობინა, რომ მზად იყო, თუმცა წყაროს ცნობით, ფულის წასაღებად სანდო კაცის ნაცვლად, მოსაშვილის 10 ნომერში სუს-ის სპეცრაზმი შედის.
ყოფილ მინისტრს ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც გომელაურმა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა "საიდან უნდა მცოდნოდა?"