რამდენს ბედავს ირანის ელჩი?! - ალეკო ელისაშვილი
სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილმა ირანის ელჩის განცახდებები შეაფასა - "გაცოფებული ვარ რამდენს ბედავს?! - თქვა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა სასამართლო პროცესზე.
მისი თქმით, ნორმალური ხელისუფლება დიპლომატს ქვეყნიდან გააძევბდა და ბოდიშს მოახდევინებდა.
"ირანის ელჩი რამდენს ბედავს მაგაზე ვარ გაცოფებული. ნორმალური ხელისუფლება გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა... სამარცხვინოები. შაჰ-აბასის კუბოს თავს რომ ურტყამდა კობახიძე, ფარჩაკი, გამოვიდეს და თქვას რამე, ამოღერღოს" - ეს განცხადება პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მესამე დღეა არ გამოხმაურებია საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას. ალი მოჯანიმ ირანის საელჩოს ფასადზე ქეთევან წამებულის გამოსახულება გაანათა და დაწერა, რომ დედოფლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს.
ქეთევან დედოფალი 1624 წელს ირანში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. ირანის ელჩის განცხადებით კი, მის მიერ მომზადებული შეფასება მომავალში დამატებითი წყაროებისა და ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე „კრიტიკულად უნდა გადაიხედოს ან შესწორდეს“.
ფაქტს საპატრიარქოს წარმომადგენლების რეაქცია მოჰყვა - დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ ისტორიის გადაწერის მცდელობად შეაფასა ირანის ელჩის განცხადება.